მორატა: "მესის შეჩერება წარმოუდგენელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა: "მესის შეჩერება წარმოუდგენელია"


მორატა:

"ვესტ ბრომვიჩთან" მოგებული მატჩის შემდეგ ალვარო მორატამ კომენტარი გააკეთა და მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ისაუბრა.

20 თებერვალს, პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონას" შეხვდებიან.

"მესის შეჩერება წარმოუდგენელია. თუ გვსურს, რომ მათთან დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ, დაცვითი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და სივრცეები არ მივცეთ", - აცხადებს მორატა.

ესპანელ თავდამსხმელს ტრავმა ჰქონდა, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში ანტონიო კონტემ ის შეცვლიდან შემოიყვანა. სავარაუდოდ, "ბარსელონასთან" მორატა სრულ მზადყოფნაში იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები