კიელინი: "ჰარი კეინი მესის და რონალდუს დონეზეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიელინი: "ჰარი კეინი მესის და რონალდუს დონეზეა"


კიელინი:

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ კომენტარი ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

იტალიელმა ფეხბურთელმა "იუვეს" მეტოქეზე ისაუბრა და "ტოტენჰემის" ლიდერი ჰარი კეინი შეაქო.

"მიმდინარე სეზონში კეინი ისე თამაშობს, რომ უკვე შეგვიძლია შევიყვანოთ მსოფლიოს გამორჩეულ მოთამაშეებს შორის.

მესი, რონალდუ, ნეიმარი - კეინი სწორედ ამ მოთამაშეებს უთანაბრდება და დარწმუნებული ვარ, ტოტენჰემი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის შეინარჩუნოს.

ტოტენჰემთან ისეთი შეხვედრა გვაქვს, რომ წინასწარ რამის თქმა რთულია. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება", - აცხადებს კიელინი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები