სტარიჯი ტრავმირებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტარიჯი ტრავმირებულია


სტარიჯი ტრავმირებულია

„ვესტ ბრომვიჩის“ თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა პრემიერ ლიგის 27-ე ტურში „ჩელსისთან“ გამართული მატჩის სტარტზე ტრავმა მიიღო.

ინგლისელი შემტევი ზემოთაღნიშნული დაპირისპირების მე-4 წუთზე ჯეი როდრიგესმა შეცვალა.

სტარიჯს, რომელიც „ვესტ ბრომვიჩის“ რიგებში მე-3 შეხვედრას ატარებდა, კუნთის დაზიანება აღენიშნება.

მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, „იადონები“ „არისტოკრატებთან“ ანგარიშით 3:0 განადგურდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები