საფრანგეთის ჩემპიონატში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთის ჩემპიონატში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს


საფრანგეთის ჩემპიონატში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

„მარსელის“ გარემარბი, ფლორიან ტოვენი ლიგა 1-ის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, იუწყება საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირის პრესსამსახური.

25 წლის ფრანგს ხმათა 58% ერგო. საპატიო წოდებისთვის ბრძოლაში მან „ლიონის“ ნახევარმცველს, ტანგი ნდომბელესა და „პსჟ“-ს ჰავბეკს, ადრიენ რაბიოს აჯობა.

იანვარში ტოვენმა ლიგა 1-ში 4 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები