ტრაპი: „პსჟ-ში ჩემი მდგომარეობა არ მაკმაყოფილებს“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტრაპი: „პსჟ-ში ჩემი მდგომარეობა არ მაკმაყოფილებს“


ტრაპი: „პსჟ-ში ჩემი მდგომარეობა არ მაკმაყოფილებს“

„პსჟ“-ს კიპერს, კევინ ტრაპს უნდა, რომ თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობის მეკარე გახდეს.

27 წლის გერმანელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რითაც უკმაყოფილოა.

„ყოველდღე ბევრს ვმუშაობ, რათა ძირითადში ადგილი დავიბრუნო“, - ციტირებს ტრაპის სიტყვებს ESPN.

„ჩემი სიტუაცია არ მაკმაყოფილებს, ეს ნამდვილად ასეა. მიუხედავად ამისა, აქ კარგად ვარ. უნაი ემერისთან კარგი საუბრები მქონდა, „პსჟ“ ამ ზამთარს ჩემს გაყიდვას არ აპირებდა, რის გამოც მადლიერი ვარ“.

„კონტრაქტი 30 თვეში მეწურება. როცა 5-წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, ეს ყურადღებით გავაკეთე. მინდა კლუბთან ერთად გავიზარდო“, - დასძინა კევინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები