ვენგერი ესტერსუნდთან შეხვედრაში ძირითად ფეხბურთელებს ათამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი ესტერსუნდთან შეხვედრაში ძირითად ფეხბურთელებს ათამაშებს


ვენგერი ესტერსუნდთან შეხვედრაში ძირითად ფეხბურთელებს ათამაშებს

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „ესტერსუნდთან“ გასამართ მატჩში რეზერვისტების გამოყენებას არ აპირებს.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, ეს იმას უკავშირდება, რომ „მეთოფეები“ ევროთასის მატჩებს შორის დაისვენებენ.

„ნებისმიერ შემთხვევაში ძირითად ფეხბურთელებს დავაყენებდი, რადგან ამ მატჩებს შორის თამაში ჩასატარებელი არ გვაქვს“, - ციტირებს Goal ვენგერის სიტყვებს.

„საბრძოლო შემადგენლობას დავაყენებ. ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ, რადგან ინგლისის თასზე არ ვთამაშობთ. ფეხბურთელების დასვენების მიზეზი არ მაქვს“.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები