შესნის აგენტი: „პრობლემა არ იქნება, თუ ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შესნის აგენტი: „პრობლემა არ იქნება, თუ ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს“


შესნის აგენტი: „პრობლემა არ იქნება, თუ ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს“

„იუვენტუსის“ მეკარის, ვოიცეხ შესნის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ტურინელთა ძირითად კიპერ ჯანლუიჯი ბუფონთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

40 წლის იტალიელს მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ პრესაში დაიწერა, რომ ფეხბურთელმა შეიძლება ხელშეკრულება გაახანრგძლივოს.

„შესნის „იუვენტუსი“ და მისი გულშემატკივრები მოსწონს“, - ციტირებს ბარნეტის სიტყვებს Tuttosport.

„მას ბუფონთან კარგი ურთიერთობა აქვს. თუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, პრობლემა არ იქნება“.

„იუვენტუსმა პოლონელის ასეთ დაბალ ფასად (10 მილიონი ევრო) შეძენით წარმოუდგენელი ტრანსფერი განახორციელა. ნახავთ, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება“, - დასძინა შესნის წარმომადგენელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები