გიუნდოგანმა ბუნდესლიგა გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიუნდოგანმა ბუნდესლიგა გააკრიტიკა


გიუნდოგანმა ბუნდესლიგა გააკრიტიკა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა, ბუნდესლიგაში არსებული სიტუაცია კრიტიკულად შეაფასა.

"ჩემთვის ბუნდესლიგაში ინტრიგა არ არსებობს. გუნდების უმრავლესობა ნამდვილი თამაშის მაგივრად მოედანზე იმისათვის გადის, რომ შეცდომები არ დაუშვას.

რა თქმა უნდა, "ბაიერნი" "ბაიერნია". ეს გუნდი უკვე დიდი ხანია თამაშის მაღალ ხარისხზე აკეთებს აქცენტს.

რაც შეეხება ინგლისის პრემიერ ლიგას, აქ გაცილებით თანაბარი მდგომარეობაა. ჩვენ არაერთი ძლიერი გუნდი გვყავს, რომელთაც ტიტულის მოგება შეუძლიათ", - განაცხადა გიუნდოგანმა.

27 წლის გერმანელი ცენტრი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები