გულამი: "რაც შეიძლება მალე დავბრუნდები!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გულამი: "რაც შეიძლება მალე დავბრუნდები!"


გულამი:

"ნაპოლის" მარცხენა მცველმა, ფაუზი გულამმა, საკუთარი გუნდის ემოციურ მხარდაჭერაზე ისაუბრა და თანაგუნდელებს შეპირდა, რომ მალე დაბრუნდება.

"ჩემი თანაგუნდელების დიდსულოვანი საქციელი სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

თავს მშვიდად ვგრძნობ, ვინაიდან ზურგს ფენომენალური თანაგუნდელები მიმაგრებენ, რომლებიც მუდმივად მხარს მიჭერენ. მათი ძალისა და გამხნევების წყალობით რაც შეიძლება მალე დავბრუნდები!

ჩვენ წარმატების გვჯერა და მიზნამდე მშვიდად უნდა ვიაროთ. მე კი ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ", - აღნიშნა ალჟირელმა მცველმა.

გულამი 1 კვირის წინ "ნაპოლის" 4 თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ ვარჯიშზე ახალი ტრავმა მიიღო და კიდევ 1 თვეს გამოტოვებს.

ფაუზის უეცარი დაზიანების გამო სერია ა-ს 24-ე ტურში, შინ "ლაციოს" წინააღმდეგ, "ნაპოლის" მოთამაშეები მოედანზე მისი მაისურით გავიდნენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ფაუზი გულამი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები