ვესტ ბრომვიჩმა პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვესტ ბრომვიჩმა პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა


ვესტ ბრომვიჩმა პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა

"ვესტ ბრომვიჩის" პრეზიდენტი, ჯონ უილიამსი და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მარტინ გუდმანი თავიანთი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

"იადონების" ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონში გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო იქნა მიღებული.

მარკ ჯენკინსი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დაბრუნდა - იგი გუდმანამდე ამ თანამდებობაზე 14 წლის განმავლობაში მუშაობდა.

"ვესტ ბრომვიჩი" 27 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები