პსჟ-სთან მატჩის განაცხადში ზიდანმა ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელებიც შეიყვანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-სთან მატჩის განაცხადში ზიდანმა ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელებიც შეიყვანა


პსჟ-სთან მატჩის განაცხადში ზიდანმა ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელებიც შეიყვანა

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პსჟ"-სთან გასამართი 1/8 ფინალური მატჩის განაცხადში გუნდის ყველა ფეხბურთელი შეიყვანა.

როგორც AS იუწყება, განაცხადში ტრავმირებული ხესუს ვალიეხო და ლუკა ზიდანი, ასევე დისკვალიფიცირებული დანი კარვახალი მოხვდნენ.

აღნიშნულ ხერხს ფრანგმა სპეციალისტმა იმისათვის მიმართა, რათა ფრანგული გიგანტის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრების მნიშვნელობისთვის გაესვა ხაზი.

"რეალი" - "პსჟ" ხვალ, 14 თებერვალს, მადრიდში, სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუზე", თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები