ტერი შეიძლება ასტონ ვილაში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტერი შეიძლება ასტონ ვილაში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს


ტერი შეიძლება ასტონ ვილაში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს

"ასტონ ვილას" მცველი, ჯონ ტერი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს, იუწყება The Telegraph.

ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ორმხრივი სურვილით შეიძლება თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ტერი სეზონის ბოლოს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 37 წლის ფეხბურთელმა ორთვენახევარი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ მისი დაბრუნების შემდეგ "ასტონ ვილამ" ჩემპიონშიპში ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები