კლოპი: "გადაწყდება თუ არა ერთ შეხვედრაში 1/4 ფინალისტის ვინაობა? ამაზე არ ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "გადაწყდება თუ არა ერთ შეხვედრაში 1/4 ფინალისტის ვინაობა? ამაზე არ ვფიქრობ"


კლოპი:

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პორტო" "ლივერპულს" მასპინძლობს.

შეხვედრის წინ მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

"დავასრულებთ თუ არა რაუნდს ერთ მატჩში? გინახავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი ხშირად სრულდებოდეს ერთ შეხვედრაში?

ამაზე არ ვფიქრობ და "ენფილდის" მჯერა. ყველამ ვიცით, რომ ეს ადგილია, სადაც ყველანაირი ცვლილების შეტანაა შესაძლებელი.

თუმცა მეორე შეხვედრამდე, ჩვენ პირველ მატჩში უნდა დავაფიქსიროთ დადებითი შედეგი.

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება", - განაცხადა კლოპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები