ლამელა: "შემდეგ მატჩში იგუაინს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლამელა: "შემდეგ მატჩში იგუაინს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ"


ლამელა:

"იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, კომენტარი მამლების შემტევმა ერიკ ლამელამ გააკეთა.

"პირველი 10 წუთი ჩვენთვის ტრაგიკული გამოვიდა, მაგრამ კარგია, რომ ჩვენს თავში ძალები ვიპოვეთ და თამაშში დავბრუნდით.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. უემბლიზე იუვენტუსი სწრაფ გოლზე გააკეთებს აქცენტს და ჩვენ არ უნდა მოვეშვათ.

რაც შეეხება იგუაინს, ის მაღ​ალი დონის თავდამსხმელია. შემდეგ მატჩში იგუაინს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ", - აცხადებს ლამელა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები