ჯერარდი: "კეინი ძალიან ეფექტურია, მაგრამ საუკეთესო თავდამსხმელი სუარესია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯერარდი: "კეინი ძალიან ეფექტურია, მაგრამ საუკეთესო თავდამსხმელი სუარესია"


ჯერარდი:

ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა "ტოტენჰემის" ფორვარდის, ჰარი კეინის სათამაშო თვისებები ჩამოთვალა და შეაქო.

თუმცა, ლეგენდარული ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად "ლივერპულში" თავის ყოფილ თანაგუნდელს, ლუის სუარესს მიიჩნევს.

"ამჟამად კეინი ძალიან ეფექტურია", - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს BT.

"ნამდვილი მკვლელია, მისი თამაშის ყველა კომპონენტი გაუმჯობესებულია. მოედნის კარგი ხედვა აქვს და სრულყოფილად თამაშობს. მისი აჩქარებები ეფექტურია, ამიტომაც მისთვის ბურთის წართმევა შეუძლებელია".

"მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ლუის სუარესია. მას ამისათვის ყველაფერი აქვს", - დასძინა სტივენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები