ბატლენდი ჩელსიში ან მანჩესტერ სიტიში გადასვლას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბატლენდი ჩელსიში ან მანჩესტერ სიტიში გადასვლას არ აპირებს


ბატლენდი ჩელსიში ან მანჩესტერ სიტიში გადასვლას არ აპირებს

"სტოკ სიტის" კიპერმა, ჯეკ ბატლენდმა უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს.

აქამდე, პრესაში დაიწერა, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესს "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ.

"პირდაპირ ვიტყვი, კლუბისთვის არ მითქვამს, რომ წასვლა მინდა", - წერს ბატლენდი სოციალურ ქსელში.

"მოედანზე ბოლომდე დახარჯვაზე ვარ კონცენტრირებული! შეწყვიტეთ იმ ყველაფრის დაჯერება, რასაც წერენ!".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები