ბარსელონამ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონამ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა



კატალონიის "ბარსელონა" ბრაზილიურ "გრემიოს" ნახევარმცველ არტურ რამოსის ტრანსფერზე შეუთანხმდა.

21 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" 2019 წლის იანვარში გადავა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს, "ლურჯ-ბროწეულისფრები" კი, როგორც აქამდე იწერებოდა, მხოლოდ ამ თანხის ნახევარს იხდიდნენ.

მიუხედავად ამისა, როგორც ესპანურ პრესაში წერენ, ბრაზილიურმა და ესპანურმა კლუბმა კომპრომისს მაინც მიაღწიეს.

"ბარსას" რიგებში სამი ისეთი ფეხბურთელი უკვე თამაშობს, რომელსაც ევროკავშირის პასპორტი არ აქვს - იერი მინა, პაულინიო და ფილიპე კოუტინიო, მაგრამ "ლივერპულის" ექს-ფეხბურთელი პორტუგალიური პასპორტის აღებაზე უკვე მუშაობს, რაც კატალონიურ გრანდს მისცემს იმის უფლებას, რომ ევროკავშირის პასპორტის არმქონე ფეხბურთელის ტრანსფერი განახორციელოს.

არტური "გრემიოში" 2015 წლიდან ასპარეზობს. 2017 წელს მან თავისი გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 50 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები