ინტერს სურს, რომ იკარდის კონტრაქტიდან გამოსასყიდი თანხა ამოიღოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერს სურს, რომ იკარდის კონტრაქტიდან გამოსასყიდი თანხა ამოიღოს


ინტერს სურს, რომ იკარდის კონტრაქტიდან გამოსასყიდი თანხა ამოიღოს

მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობას მაურო იკარდისთან მოქმედი კონტრაქტის განახლება სურს იმისათვის, რომ მასში მითითებული გამოსასყიდი თანხის პუნქტი გააუქმოს.

ამჟამად 24 წლის არგენტინელის ხელშეკრულებაში გაწერილია თანხა, 90 მილიონი ევროს ოდენობით, რომლის სანაცვლოდაც მსურველ კლუბს მაუროს შეძენის უფლება ექნება.

ეს პუნქტი ძალაში 2018 წლის ზაფხულიდან შევა, ამიტომაც "ნერაძურის" სურს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კაპიტანთან ხელშეკრულება განაახლოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ინტერი" მზად არის იკარდის ხელფასი 4,7 მილიონიდან 6,5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, მაგრამ თავად არგენტინელი ფორვარდის წარმომადგენლები წელიწადში 7-8 მილიონ ევროს ითხოვენ.

მაურო იკარდიმ იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 22 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა და მადრიდის "რეალის" ყურადღება მიიქცია, რომელიც ზაფხულში კარიმ ბენზემას შეცვლას აპირებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები