L'Equipe: ტიაგო სილვა რეალთან თადარიგში დარჩება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

L'Equipe: ტიაგო სილვა რეალთან თადარიგში დარჩება


L'Equipe: ტიაგო სილვა რეალთან თადარიგში დარჩება

"პარი სენ ჟერმენის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა, მადრიდის "რეალთან" პირველ მერვედფინალურ მატჩს ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყებს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ 33 წლის ბრაზილიელი თადარიგში დატოვოს და მის ნაცვლად სასტარტოში ახალგაზრდა პრესნელ კიმპემბე დააყენოს.

ტიაგო სილვამ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 25 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მადრიდში "პსჟ-ს" დაცვის ცენტრს მარკინიოსი და კიმპემბე გაამაგრებენ.

"რეალისა" და "პსჟ-ს" პირველი მერვედფინალური დაპირისპირება დღეს საღამოს, ჩვენი დროით 23:45 საათზე, გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიპსჟ ტიაგო სილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები