მარსელო: "არ მითქვამს, რომ ნეიმარი რეალში ითამაშებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელო: "არ მითქვამს, რომ ნეიმარი რეალში ითამაშებს"


მარსელო:

მადრიდის "რეალის" მცველის, მარსელოს თქმით, პრესამ დიდი ისტორია შეთხზა.

მოგეხსენებათ, აქამდე არსებული ინფორმაციით, მარსელომ ვითომდა თქვა, რომ ბრაზილიის ნაკრებში მისი თანაგუნდელი, "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი ერთხელაც "სამეფო კლუბში" ითამაშებს.

"არ მითქვამს, რომ ნეიმარი "რეალში" ითამაშებს. ვთქვი, რომ მომავალში ჩვენს გუნდში ასპარეზობა შეუძლია. რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე, მაგრამ საფეხბურთო საკთხები არ გაგვიხილია", - ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს Marca.

ბოლო პერიოდში ესპანურ პრესაში არაერთხელ იწრება, რომ "თეთრების" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ნეიმარის ყიდვას გეგმავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები