ჰამანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა


ჰამანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცელმა, დიტმარ ჰამანმა, ჩემპიონთა ლიგის პოტენციური გამარჯვებულები დაასახელა.

"ვფიქრობ, "პარი სენ ჟერმენთან" მატჩები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალისთვის" უკანასკნელი იქნება. "პსჟ" - დიდი ამბიციების გუნდია, მიუხედავად კავანისა და ნეიმარს შორის არსებული გაუგებრობისა.

"ბარსელონას" გამორიცხვაც არ შეიძლება. "მანჩესტერ სიტისთვის" კი ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯერ ნაადრევია. ამისათვის მათ კიდევ 1-2 წელიწადი სჭირდებათ.

მიუნხენის "ბაიერნს" ტურნირის მოგების კარგი შანსი აქვს, ვინაიდან მერვედფინალური ეტაპიდან რამდენიმე გრანდი გავარდება", - განაცხადა ჰამანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები