რაბიო: "დიჟონთან 8 გოლის გატანა იოლია, თუმცა რეალთან უნდა იყო დამაჯერებელი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაბიო: "დიჟონთან 8 გოლის გატანა იოლია, თუმცა რეალთან უნდა იყო დამაჯერებელი"


რაბიო:

"პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ დღევანდელ შეხვერაზე კომენტარი გააკეთა.

"პსჟ" მადრიდში "რეალს" ესტუმრა და ჩემპიონთა ლიგის პირველ დაპირისპირებაში 3:1 დამარცხდა.

"ვფიქრობ, რომ პირველ ნახევარში დაფიქსირებული შედეგი სამართლიანი იყო, მეორე ნახევარში კი გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა 3:1 დავმარცხდით.

როდესაც, "რეალის" დონის გუნდს ეთამაშები, აუცილებელია, რომ ყველა ეპიზოდში ზუსტი იყო.

რა თქმა უნდა, სახლში ვეცდებით, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ, თუმცა მატჩს 2-ბურთიანი ჰანდიკაპით ვიწყებთ.

რეალურად, დიჟონში 8 გოლის გატანა პრობლემა არ არის. მთავარია, რომ "რეალის" დონის გუნდთან დაამტკიცო დამაჯერებლობა", - განაცხადა რაბიომ.

ასევე, იხილეთ - გუშინდელ მატჩში ნეიმარმა მსაჯს ტრავმა მიაყენა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები