საბურთალოს იდეალური მეორე ტაიმი და გამარჯვება სიონთან [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბურთალოს იდეალური მეორე ტაიმი და გამარჯვება სიონთან [VIDEO]



ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა "საბურთალოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის შედგა.

ელიგაში ახლად გადმოსულმა "სიონმა" მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი მოიგო. მე-16 წუთზე გოლი სიხარულიამ გაიტანა.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" თამაში აშკარად გამოასწორა, უპირატესობას დაეუფლა და ქამბექი შემოგვთავაზა.

56-ე წუთზე ანგარიში გრიგალაშვილმა გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი ვოლკოვმა თბილისურ კლუბი წინ გაიყვანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1

საბურთალო - სიონი 2:1

გოლები: სიხარულია 16, გრიგალაშვილი 56, ვოლკოვი 80. 92.

გაფრთხილება: ნადარაია, სიხარულია, კოშაძე, კოხრეიძე, თომაშვილი, ზარქუა (გაძევება)

შემადგენლობები

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია, გრიგალაშვილი, კოხრეიძე, ტატანაშვილი, გორგიაშვილი, გოსალვეში, დიასამიძე.

შეცვლა: ვოლკოვი, ჩაბრაძე, გვალაძე.

სიონი: ზარქუა, მინდორაშვილი, თომაშვილი, თომაშვილი, ნოზაძე, ქიქავა, კოშკაძე, დვალი, სამუშია, გაფრინდაშვილი, სიხარულია, გიორბელაძე.

შეცვლა: მუჯრიშვილი, დათუნაიშვილი, მიქაბერიძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები