ჰადერსფილდის ნახევარმცველი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰადერსფილდის ნახევარმცველი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს


ჰადერსფილდის ნახევარმცველი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

"ჰადერსფილდისა" და აშშ-ს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ დანი უილიამსისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

29 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა და დღეს ოპერაცია გაიკეთა.

მიმდინარე სეზონში უილიამსმა "ჰადერსფილდის" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.

წარსულში გერმანიაში დაბადებულ დანის "ფრაიბურგის" (16 მატჩი, 0 გოლი), "ჰოფენჰაიმის" (48, 1), "რედინგის" (156, 14) ღირსება დაუცვია.

გარდა ამისა, უილიამსის ანგარიშზე აშშ-ს ეროვნულ გუნდში ჩატარებული 23 შეხვედრა და გატანილი 2 ბურთია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები