გახმაურებული ტრანსფერი მწიფდება - რეალი ლევანდოვსკის შეუთანხმდა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გახმაურებული ტრანსფერი მწიფდება - რეალი ლევანდოვსკის შეუთანხმდა!


გახმაურებული ტრანსფერი მწიფდება - რეალი ლევანდოვსკის შეუთანხმდა!

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "რეალთან" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

არსებული ინფორმაციით, მხარეები ფეხბურთელის ახალი წარმომადგენლის, ებრაელი აგენტის, პინი ზაჰავისა და "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის უახლოესი დამხმარის, ხოსე ანხელ სანჩესის რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ.

როგორც იწერება, 29 წლის პოლონელი "2+1" სქემიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენი დაუჯდებათ მადრიდელებს "რეკორდმაისტერის" სუპერვარსკვლავის ტრანსფერი.

ლევანდოვსკიმ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 თამაშში 32 გოლი გაიტანა, "რეალის" რიგებში ფრანგი თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა უნდა შეცვალოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები