მიულერი 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრით კმაყოფილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიულერი 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრით კმაყოფილია


მიულერი 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრით კმაყოფილია

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დადებითად შეაფასა.

"რეკორდმაისტერი" წილისყრის შედეგად ესპანურ "სევილიას" შეხვდა და თავიდან ისეთი მეტოქეები აირიდა, როგორებიც მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" არიან.

"ვფიქრობ, ეს კარგი კენჭისყრაა. კალათში გაცილებით სერიოზული და დიდი სახელები იყო.

"სევილიამ" ევროპის ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ეს არის კლუბი, რომელმაც ისტორია დაწერა", - განაცხადა 28 წლის გერმანელმა.

გერმანული გრანდი ანდალუსიურ კლუბს 3 აპრილს სტუმრად შეხვდება, ხოლო 1 კვირაში საკუთარ მოედანზე მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი თომას მიულერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები