ჰეიგი: "ეს ყველაფერი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ხდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰეიგი: "ეს ყველაფერი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ხდება"


ჰეიგი:

რაგბი ევროპას ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 25:16 დაამარცხა და ტიტული დაიბრუნა.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

"რა შედეგითაც ეს შეხვედრა დასრულდა, ლოგიკური იყო. კმაყოფილი ვარ ჩემი მორაგბეებით. 

საქმე იმაშია, რომ ამჟამად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ვთამაშობთ, ყველაფერი ხდება მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად და ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატია

შესაბამისად, ყველფერი, რაც მსოფლიო თასამდე მოხდება, იქნება ამ ტურნირისთვის დაყრდნობილი - არ აქვს მნიშვნელობა, ეს უბრალო ვარჯიში იქნება, ტესტ მატჩი თუ ოფიციალური შეხვედრა", - აცხადებს ჰეიგი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები