ნემსაძე: "მადლობა გულშემატკივარს, რომ ბოლომდე დარჩა და ჩვენთან ერთად იზეიმა თასის აწევა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნემსაძე: "მადლობა გულშემატკივარს, რომ ბოლომდე დარჩა და ჩვენთან ერთად იზეიმა თასის აწევა"


ნემსაძე:

რაგბი ევროპას ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 25:16 დაამარცხა და ტიტული დაიბრუნა.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ გააკეთა.

"მარტივი მატჩი არ იყო. რუმინეთი ფიზიკურად ძლიერია, თუმცა რაც ყველაზე მთავარი იყო, მთელ მატჩს ჩვენ ვმართავდით და შედეგსაც მივაღ​წიეთ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მხარში დაგვიდგნენ, ბოლომდე დარჩნენ და ჩვენთან ერთად იზეიმეს თასის აწევა" - ამბობს ნემსაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები