სანახაობა ბერნაბეუზე: რონალდუს პოკერი და 9 გატანილი ბურთი [VIDEO]
თარიღი: მარტი 19, 2018, 04:43
ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ხირონას" შორის, ძალიან სანახაობრივი და დრამატული გამოდგა.
მატჩში ანგარიში კრიშტიანო რონალდუმ მე-11 წუთზე გახსნა, თუმცა სტუმარმა გუნდმა პირველივე ტაიმში შეძლო ანგარიშით გათანაბრება.
მეორე ტაიმში სამეფო კლუბმა გულშემატკივარს შოუ შესთავაზა და 5 გოლი გაიტანა, სანაცვლოდ კი 2 გაუშვა.
კრიშტიანო რონალდუმ ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა, დანარჩენი 2 გოლი კი ლუკას ვასკესისა და გარეთ ბეილის ანგარიშზეა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რონალდუს უკვე 22 გოლი აქვს გატანილი და ლეო მესის მხოლოდ 3 ბურთით ჩამორჩება.
რაც შეეხება მადრიდის "რეალს", 29 ტურის შემდეგ ზიდანის გუნდი 60 ქულით მესამე პოზიციაზეა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE