რეალი ისკოს გაყიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი ისკოს გაყიდის


რეალი ისკოს გაყიდის

"რეალი" ნახევარმცველ ისკოსთან განშორებას გეგმავს, წერს Don Balon.

ზემოთაღნიშნულის მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან უთანხმოება გახლავთ, რის გამოც გასახდელში ატმოსფერო ფუჭდება.

აღინიშნება, რომ ესპანელი ფეხბურთელით "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" ინტერესდებიან.

არ არის გამორიცხული, ისკო "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდის, ნეიმარის ტრანსფერის ნაწილი გახდეს.

25 წლის ესპანელის კონტრაქტის გამოსასყიდი ღირებულება 700 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ "ბლანკოსი" მის გაშვებას დათანხმდება, მსურველ კლუბს საგრძნობლად ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები