მესი: "ჯერ კიდევ არ ვიცი, რითი დავკავდები კარიერის დასრულების შემდეგ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი: "ჯერ კიდევ არ ვიცი, რითი დავკავდები კარიერის დასრულების შემდეგ"


მესი:

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ თქვა, რომ ჯერჯერობით, არ იცის, რითი დაკავდება კარიერის დასრულების შემდეგ.

"ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელის განცხადებით, მშობლიურ როსარიოში დაბრუნება უნდა, თუმცა არგენტინაში შექმნილი ამჟამინდელი მდგომარეობა აწუხებს.

"ყველა ამბობს, რომ ფეხბურთელებს კარიერის დასრულება ძალიან უჭირთ. რთულია მუდმივი თამაშისა და ვარჯიშის გარეშე ცხოვრება რთულია", - ციტირებს მესის სიტყვებს AS.

"არ ვიცი, რითი დავკავდები და სად ვიცხოვრებ, ბარსელონა ან როსარიო იქნება".

"ძალიან მიჭირს არგენტინაში შექმნილი ამჟამინდელი სოციალური პრობლემებისთვის თვალყურის დევნება. როსარიოში დაბრუნება და მშობლიური ქალაქით სიამოვნების მიღება მინდა, რადგან ადრეულ ასაკში წამოვედი იქედან. თუმცა, განვიცდი".

"ძარცვა მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ შეიძლება რაღაც უარესიც მოხდეს. აქამდე მშვიდად შეიძლებოდა ქუჩებში სეირნობა, ვიცოდით, რომ არაფერი მოხდებოდა, დღეს ეს შეუძლებელია", - დასძინა ლეომ.

მიმდინარე სეზონში 30 წლის სუპერვარსკვლავმა "ბარსას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები