ანდრე სილვა: "იტალიას უკვე მოვერგე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანდრე სილვა: "იტალიას უკვე მოვერგე"


ანდრე სილვა:

"მილანის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ანდრე სილვამ, "კიევოსთან" თამაშის შემდეგ თავის მორიგ გოლზე ისაუბრა.

"გატანილი გოლითა და მოპოვებული გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ.

სათადარიგო სკამზე დიდი ხანი გავატარე, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ , უნდა ვიმუშავო და გუნდისათვის უფრო მეტი გოლის გატანა ვცადო.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. როდესაც ახალი გადმოსული ვიყავი, ცოტათი მიჭირდა და ადაპტაციისათვის გარკვეული დრო მართლაც დამჭირდა. თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა 22 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა.

იტალიის სერია ა-ს წინა ტურში "როსონერიმ" მეტოქე შინ 3:2 დაამარცხა და გამარჯვების ბურთი ბოლო წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა სილვამ გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ანდრე სილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები