საფრანგეთის მწვრთნელი: "პოგბა ბედნიერი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთის მწვრთნელი: "პოგბა ბედნიერი არ არის"


საფრანგეთის მწვრთნელი:

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა "მანჩესტერის" ფრანგ ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

"ფაქტია, მის კლუბში შექმნილი სიტუაციის გამო, პოგბა ბედნიერი არ არის, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, რომ მისი მდგომარეობა გამოვასწორო და ხშირად ვესაუბრები ხოლმე.

რაც წინა კვირაში მოხდა, მან უნდა დაივიწყოს. საფრანგეთის ნაკრების ყველა მოთამაშე მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე უნდა გადაერთვოს", - ამბობს დეშამი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მარტის თვეში ორ ამხანაგურ მატჩს - რუსეთის და კოლუმბიის ნაკრებებთან გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები