ვერატის მომავალი გარკვეულია: "გადაწყვეტილება უკვე მივიღე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერატის მომავალი გარკვეულია: "გადაწყვეტილება უკვე მივიღე"


ვერატის მომავალი გარკვეულია:

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევანი უკვე გააკეთა.

"ამ დღეებში პრესაში წავიკითხე, რომ რაიოლამ ჩემი თავი "ბარსელონას" შესთავაზა, მაგრამ ეს სიცრუეა.

ეს სიტუაცია საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად განვიხილე და "პსჟ-ში" ჩემი პოზიცია ყველამ იცის. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარიზში დავრჩე.

"რეალი" - რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვეძლო. სამწუხაროდ, ჩვენ ნეიმარი არ გვყავდა, რაც იგივეა, რომ "ბარსელონას" მესი არ ჰყავდეს", - განაცხადა 25 წლის იტალიელმა.

ვერატი ფრანგული კლუბის ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს და მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ მარკო ვერატი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები