კროოსი: "დღეს რეალის ფეხბურთელებს წარმატებებს ვერ ვუსურვებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კროოსი: "დღეს რეალის ფეხბურთელებს წარმატებებს ვერ ვუსურვებ"


კროოსი:

დღეს 23:45 საათზე, გერმანიის ნაკრები ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ ტონი კროოსმა ისაუბრა.

"თუ გადახედავთ, მათ შემადგენლობას ნახავთ, რომ "რეალის" არა ერთი მოთამაშეა გუნდში, შესაბამისად გამომდინარეობს, რომ დღეს საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელებს დავუპირისპირდებით.

ვფიქრობ, რომ მწვრთნელის მიერ "ლოს ბლანკოსის" მცველების ძირითად შემადგენლობაში დაყენება სწორი გადაწყვეტილება იქნება (რამოსი, კარვახალი, ნაჩო).

თუმცა, ცხადია, დღეს მათ წარმატებებს ვერ ვუსურვებ", - განაცხადა კროოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები