რამოსი: "ესპანეთის ნაკრებში 150 მატჩი განსაკუთრებული მომენტია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი: "ესპანეთის ნაკრებში 150 მატჩი განსაკუთრებული მომენტია"


რამოსი:

"რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველი, სერხიო რამოსი იკერ კასილასის (162 მატჩი) რეკორდის დამხობას უმიზნებს, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

გერმანიის ნაკრებთან გასამართი უახლოესი მატჩი ესპანელისთვის შესაძლოა რიგით 150-ე აღმოჩნდეს.

"მართალია, ნაკრებში 150 მატჩის ჩატარება განსაკუთრებული მომენტია. შენი ქვეყნის ღირსების დაცვაზე უკეთესი არაფერია", - ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.

"სანამ გამარჯვებულის სულისკვეთებას ვინარჩუნებ, ამ გუნდში თამაშს გავაგრძელებ".

"მინდა გავხდე ფეხბურთელი, რომელსაც ეს მაისური ყველაზე მეტჯერ ექნება მორგებული, თუმცა რთული იქნება", - დასძინა სერხიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები