ინიესტა: "ჩემს მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მივიღე!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინიესტა: "ჩემს მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მივიღე!"


ინიესტა:

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ თავის მომავალზე განცხადება გააკეთა.

აქტიურად იწერება, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

"ჩემს მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და ამას მალე გაიგებს როგორც კლუბი, ისე გულშემატკივარი.

ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვალენსიასთან ჩატარებული მატჩით კმაყოფილი ვარ და კარგია, რომ კიდევ ერთი მატჩი მოვიგეთ.

რაც არ უნდა მოხდეს, გულშემატკივარი ჩემს გადაწყვეტილებას დადებითად მიიღ​ებს. მათ უკვე 20 წელია ვუყურებ. ბარსელონას დიდებული ფანები ჰყავს.

იცის თუ არა ეს ვალვერდემ? ამ შემთხვევაში მწვრთნელი არაფერ შუაშია. ყველაფერი ფეხბურთელის გადასაწყვეტია", - აცხადებს ინიესტა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები