გვარდიოლამ ყველაზე რთულად მოსაგები ლიგა დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლამ ყველაზე რთულად მოსაგები ლიგა დაასახელა


გვარდიოლამ ყველაზე რთულად მოსაგები ლიგა დაასახელა

ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ბუნდესლიგისა და ლა ლიგის.

ესპანელმა სპეციალისტმა "ბაიერნის", "ბარსელონასა" და "სიტის" მთავარი მწვრთნელის რანგში სამივე ჩემპიონატი მოიგო.

"პრემიერ ლიგის მოგება გაცილებით რთულია, ვიდრე ლა ლიგისა და ბუნდესლიგის. ამ ფაქტს კი რამდენიმე მიზეზი აქვს.

ფიზიკური ფორმა, ამინდის ფაქტორი, თამაშების რაოდენობა - ეს ყველაფერი პრემიერ ლიგის სირთულეს განაპირობებს", - განაცხადა გვარდიოლამ.

გუშინ, "იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა და "სიტი" ავტომატურად ჩემპიონი გახდა, თუმცა ეს კომენტარი გვარდიოლამ მანამდე გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები