ცნობილია თარიღი, როცა ინიესტას მომავალი გაირკვევა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცნობილია თარიღი, როცა ინიესტას მომავალი გაირკვევა


ცნობილია თარიღი, როცა ინიესტას მომავალი გაირკვევა

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ესპანეთის თასის ეგიდით "სევილიასთან" გასამართი ფინალური მატჩის შემდეგ გააკეთებს, წერენ ესპანურ პრესაში.

მოგეხსენებათ, ზემოთაღნიშნული დაპირისპირება 21 აპრილს გაიმართება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ინიესტამ ჩინურ კლუბ "ტიანცზინ ციუანცზიანთან" წინასწარი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის პირობების თანახმადაც 37 მილიონ ევროს მიიღებს.

33 წლის ინიესტას ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" რიგებში 668 მატჩი აქვს ჩატარებული. პირველ გუნდში იგი 2002 წელს ჩაირიცხა, კლუბის სისტემაში კი 1996 წლიდან იმყოფება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები