ბატისტუტამ მესიზე ისაუბრა და მუნდიალზე არგენტინის შანსები შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბატისტუტამ მესიზე ისაუბრა და მუნდიალზე არგენტინის შანსები შეაფასა


ბატისტუტამ მესიზე ისაუბრა და მუნდიალზე არგენტინის შანსები შეაფასა

არგენტინის ნაკრების ექს-თავდამსხმელი, გაბრიელ ბატისტუტა მიიჩნევს, რომ მის თანამემამულეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია ათამაშება.

მიუხედავად ამისა, ბატისტუტას ეროვნული გუნდის "ბარსელონას" ფორვარდზე დამოკიდებულება არ მოსწონს.

"მესის მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში ათამაშება შეუძლია", - ციტირებს ფიფას პრესსამსახური ბატისტუტას სიტყვებს.

"როცა ფეხბურთელი ვიყავი, ასეთ ფეხბურთელთან ერთად თამაშზე ვოცნებობდი".

"მიუხედავად ამისა, თუ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და იმ გუნდებზე ვსაუბრობთ, რომლებიც არგენტინას დაუპირისპირდებიან, მაშინ ნაკრები ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ეს ცუდია", - დასძინა გაბრიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები