ვერატიმ გასულ ზაფხულს ბარსელონასთვის უარის თქმაზე და პსჟ-ში დარჩენაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერატიმ გასულ ზაფხულს ბარსელონასთვის უარის თქმაზე და პსჟ-ში დარჩენაზე ისაუბრა


ვერატიმ გასულ ზაფხულს ბარსელონასთვის უარის თქმაზე და პსჟ-ში დარჩენაზე ისაუბრა

"პსჟ"-ს ნახევარმცველ მარკო ვერატის თქმით, უხარია, რომ ფრანგულ გუნდში დარჩა.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს იტალიელი ჰავბეკის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ კატალონიის "ბარსელონას".

"ბედნიერი ვარ, რომ "პსჟ"-ში დარჩენა გადავწყვიტე. ახლა კიდევ უფრო ძლიერად დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში".

"ჩემს კლუბში დარჩენა და ყველაფერ იმის მოგება მინდა, რაზეც ყველანი ვოცნებობთ", - ციტირებს ვერატის სიტყვებს Canal+.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა "პსჟ"-ს მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები