ვიტალი დარასელიას თასი იწყება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვიტალი დარასელიას თასი იწყება


ვიტალი დარასელიას თასი იწყება

24- დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს.

წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას

ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში აზ ალკმაარსა და დინამო კიევს შორის გათამაშდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისისა და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა ასევე სფფ- ს აკადემია, ესპანიოლი (ესპანეთი), ჯენოა (იტალია), ვიტესი (ჰოლანდია), მოსკოვის სპარტაკი (რუსეთი) და დინამო მინსკი (ბელარუსი) იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები