სუონსი რუსული კლუბის ფორვარდს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სუონსი რუსული კლუბის ფორვარდს უმიზნებს


სუონსი რუსული კლუბის ფორვარდს უმიზნებს

ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი, "სუონსი" "კრასნოდარის" ფორვარდის, ვიქტორ კლასონის შეძენას აპირებს, წერს The Sun.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "გედები" მზად არიან შვედი თავდამსხმელის სანაცვლოდ რვა მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

გასულ ზამთარს უელსური კლუბი კრასნოდარელთა სხვა ფეხბურთელში, ფედორ სმოლოვში იხდიდა 12 მილიონს.

ვიქტორ კლასონმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები