რაიოლას უნდა, რომ დონარუმა პსჟ-ში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაიოლას უნდა, რომ დონარუმა პსჟ-ში გადავიდეს


რაიოლას უნდა, რომ დონარუმა პსჟ-ში გადავიდეს

"მილანის" გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა "პსჟ"-ს იტალიელი კიპერის შესაძლო ტრანსფერზე დაუკავშირდა.

ზემოთაღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა France Football ავრცელებს.

პარიზელებს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდოდათ დონარუმას ხელში ჩაგდება, მაგრამ მაშინ "როსონერიმ" ფეხბურთელის დარჩენაში დარწმუნება მოახერხა და ახალი კონტრაქტიც გაუფორმა.

მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ "მილანი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, რაიოლა თავის კლიენტს ახალ კლუბში გადასვლას ურჩევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები