გვარდიოლას ტრანსფერებისთვის 200 მლნ ფუნტს გამოუყოფენ - ვის იყიდის სიტი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლას ტრანსფერებისთვის 200 მლნ ფუნტს გამოუყოფენ - ვის იყიდის სიტი?


გვარდიოლას ტრანსფერებისთვის 200 მლნ ფუნტს გამოუყოფენ - ვის იყიდის სიტი?

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას შემადგენლობის გასაძლიერებლად 200 მილიონ ფუნტს გამოუყოფს, წერს ბრიტანული პრესა.

არსებული ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, ასევე ჩამშლელი ნახევარმცველის და თავდამსხმელის ყიდვას.

"ქალაქელთა" ბოსების ასეთი გეგმები ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის სურვილს უკავშირდება და არამხოლოდ ეროვნულ დონეზე.

აქამდე იწერებოდა, რომ "სიტის" ინტერესთა სფეროში შემდეგი ფეხბურთელები არიან მოქცეულნი: ტომას ლემარი ("მონაკო"), ფრედი ("შახტარი"), ჟორჟინიო ("ნაპოლი"), ჟან მიშელ სერი ("ნიცა"), იულიან ვაიგლი ("დორტმუნდი"), რიად მაჰრეზი ("ლესტერი"), ტობი ალერვეირელდი ("ტოტენჰემი") და სხვები.

ამ სეზონში გვარდიოლას შეგირდებმა ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდეს პრემიერ ლიგის ტიტული. გარდა ამისა, მანჩესტერელები ლიგის თასს დაეუფლნენ, სადაც "არსენალი" 3:0 გაანადგურეს. ინგლისის თასს "ქალაქელები" 1/8 ფინალური ეტაპიდან "უიგანმა" (0:1) გამოთიშა. ჩემპიონთა ლიგაზე ისინი 1/4 ფინალამდე გავიდნენ, სადაც ორი მატჩის ჯამში "ლივერპულთან" დამარცხდნენ (სტუმრად - 0:3, შინ - 1:2).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები