ელ შაარავი ლივერპულთან მატჩის წინ: "ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ელ შაარავი ლივერპულთან მატჩის წინ: "ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ"


ელ შაარავი ლივერპულთან მატჩის წინ:

"რომას" იტალიელი თავდამსხმელის, სტეფან ელ შაარავის თქმით, მისი გუნდი ჯერ "ლივერპულთან" მატჩზე საერთოდ არ ფიქრობს.

"ლივერპულთან მატჩი ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება, თუმცა ჯერ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ, რადგან იტალიის ჩემპიონატში გვაქვს სათამაშო.

სერია ა-ში მესამე ადგილის დასაკავებლად ვიბრძვით და იმედია, ყველაფერი გამოვა. ლივერპულთან მატჩს კი ისეთივე ტემპით უნდა შევხვდეთ, როგორც წინა მატჩებს", - ამბობს ელ შაარავი.

"რომასა" და "ლივერპულის" საჩემპიონთალიგო მატჩამდე, იტალიური კლუბი სერია ა-ში "სპალს "დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები