U20 - შეცვლილი რაზმით მეორე მატჩში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

U20 - შეცვლილი რაზმით მეორე მატჩში


U20 - შეცვლილი რაზმით მეორე მატჩში

სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფმა უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებთან გასამართი მეორე ტესტ-მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის 8 მოთამაშე შეცვალა.

ჩვენი 20-წლამდელები საფრანგეთში გასამართი (30 მაისი-17 ივნისი) 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან და კეიპტაუნში 9 აპრილს გაემგზავრნენ. მწვრთნელებს სურდათ, რომ მაღალ ტემპში მობურთალ უმაღლესი დონის მოწინააღმდეგესთან თამაშით, ბიჭებს გამოცდილება მიეღოთ:

„ორი რთული შეხვედრა გველის ძლიერ მეტოქესთან, რომელიც მსოფლიო თასზე ითამაშებს. ბიჭები შეიძენენ უდიდეს გამოცდილებას ისეთ მეტოქესთან, რომელიც მაღალ ტემპში თამაშობს. ჩემი მიზანია, პირველიდან მეორე თამაშამდე მოვუმატოთ და პროგრესი გვქონდეს. ისევე, როგორც საფრანგეთში, ბალანსს აქაც დავიცავთ და სათამაშო დრო ყველას ექნება“ - გამგზავრებამდე ამბობდა მთავარი მწვრთნლი ილია მაისურაძე.

ორი ლელო პირველ მატჩში

აფრიკელ თანატოლებს უმცროსი ბორჯღალოსნები პირველად 13 აპრილს ეთამაშნენ. გუნდს, რომელიც საფრანგეთში ჩემპიონობისთვის ბრძოლას გეგმავს ორი ლელო გაუტანეს, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 55:14.

„ეს უმნიშვნელოვანესი ტესტი იყო, რომელმაც დაგვანახა რას უნდა მიექცეს ყურადღება, როდესაც მაღალ ტემპში მოთამაშე გუნდს ვეთამაშებით. მეორე თამაშის წინ ბევრს ვერაფერს შევცვლით. უნდა ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ის უკეთ შევასრულოთ და მეტოქეს ბურთი შევუნელოთ“ - განაცხადა ნამატჩევს მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

სასტარტოში 8 შეიცვალა

ერთი კვირის წინანდელ მატჩთან შედარებით, ხვალინდელი შეხვედრისთვის მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობის 8 მოთამაშე შეცვალეს.

უკანა ხაზში, ფრთაზე ოთარ ძაგნიძის ნაცვლად თამაშს დემურ თაფლაძე იწყებს, რომელიც 13 აპრილს განაცხადში არ იყო, ხოლო 9 ნომერი თენგის პერანიძის ნაცვლად ლუკა დვალიშვილი იქნება. ხვალ ძაგნიძე მარქაფაში იქნება, პერანიძე ისვენებს და თამაშში მიხეილ ალანია ჩაერთვება, რომელსაც ერთი კვირის წინ არ უთამაშია.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. სასტარტო 15-ში გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე არიან. ისინი პირველ მატჩში შეცვლაზე შევიდნენ. მარქაფაში გადაინაცვლეს თენგიზ ზამთარაძემ და გიორგი ნუცუბიძემ, ხოლო ლუკა აზარიაშვილი 20-წლამდელთა მაისურით პირველად ითამაშებს.

მეორე ხაზში ბექა საღინაძეს ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, რომელმაც პირველი შეხვედრა გამოტოვა. ერთი კვირის წინ განაცხადში არ იყო და ახლა სასტარტოშია თორნიკე ჯალაღონია. მესამ ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა სანდრო მამამთავრიშვილი. თადარიგში გადაინაცვლა თენგიზ გიგოლაშვილმა, ხოლო არჩილ აბესაძემ და ლაშა ლომიძემ 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნეს.

სერიის მეორე მატჩი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

U20 - შეცვლილი რაზმით მეორე მატჩში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები