ვენგერი არსენალის ახალი მწვრთნელის თაობაზე: "არჩევანი დიდია, არ იდარდოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი არსენალის ახალი მწვრთნელის თაობაზე: "არჩევანი დიდია, არ იდარდოთ"


ვენგერი არსენალის ახალი მწვრთნელის თაობაზე:

"არსენალის" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, "მეთოფეთა" ექს-ნახევარმცველს, პატრიკ ვიეირას შეუძლია გუნდის ახალი თავკაცი გახდეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 68 წლის ფრანგი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

The Mirror-ის ცნობით, "არსენალის" ბოსები ვიეირაში ვენგერის პოტენციურ შემცვლელს ხედავენ.

"ვიეირა პოტენციალს ფლობს, შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს "არსენალი" ჩაიბაროს", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Independent.

"მის სამწვრთნელო კარიერას ვაკვირდები. ვფიქრობ, ძალიან კარგად მუშაობს. თუმცა, ინგლისის პრემიერ ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. აქ ბევრი ყოფილი ფეხბურთელია, რომლებიც ასევე ფლობენ პოტენციალსა და ხედვებს იმისათვის, რათა აქ იმუშაონ".

"არჩევანი დიდია, ამ საკითხთან დაკავშირებით არ იდარდოთ", - დასძინა არსენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები