მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას ფასი დაადო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას ფასი დაადო


მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას ფასი დაადო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას მსურველ კლუბს მის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მომავალ ზაფხულს გეგმავს პოგბას გაყიდვას.

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, ფრანგ ნახევარმცველს "იუნაიტედმა" საკმაოდ დიდი ფასი დაადო.

არსებული ცნობით, მანიკუნიანელები პოლის არანაკლებ 140 მილიონ ფუნტად გასხვისებას გეგმავენ.

მიმდინარე სეზონში პოგბამ პრემიერ ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები