"ბედნიერი ვარ მის გამო", - მოურინიო ვენგერის არსენალიდან წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბედნიერი ვარ მის გამო", - მოურინიო ვენგერის არსენალიდან წასვლას გამოეხმაურა



"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ არსენ ვენგერს, როგორც პროფესიონალს, პატივს სცემს.

მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი, რომელიც "არსენალს" 1996 წლიდან უდგას სათავეში, სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს.

"ნამდვილად გახარებული ვარ მის გამო", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ВВС.

"დარწმუნებული ვარ, "ემიუ" მისდამი პატივისცემას გამოიჩენს, რასაც იმსახურებს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მრავალი წლის მანძილზე ვენგერი სერ ალექსის მეტოქე იყო".

"სიტყვა "დამარცხებული"? საქმე მწუხარებას არ ეხება, უბრალოდ ასე გამოვიდა. პირადად მე მას, როგორც ადამიანს და პროფესიონალს, პატივს ვცემ".

"ყოველთვის ვამბობ, რომ ზოგიერთს პატარა მეხსიერება აქვს, მაგრამ ნამდვილ საფეხბურთო ადამიანს პატარა მახსოვრობა არ აქვს. თუ ვენგერი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია, მაშინ ნამდვილად ბედნიერი ვარ მის გამო. იმედი მაქვს, ფეხბურთიდან არ წავა", - დასძინა ჟოზემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები